Wednesday, November 30, 2022
ალერსით სავსე სახლი
1. პროექტის სახელი: ,,ალერსით სავსე სახლი"
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების მიერ მიუსაფარ ადამიანთა საცხოვრებელი პირობების შესწავლა, გზების ძიება მათი პრობლემების გადასაჭრელად.
3. პროექტირ სრული აღწერა: მოსწავლეები ესტუმრებიან მოხუცთა ტავშესაფარს. შეისწავლიან მათ საცხოვრებელ პრობლემებს, ეცდებიან სიყვარული არ მოაკლონ ოჯახური სითბოს გარეშე დარჩენილ ადამიანებს. შეხვდებიან საბავშვო მწერალს - ქალბატონ დოდო ხიმშიაშვილს, რადგან სწორედ მისი შემოამედების გაცნობის შემდეგ გაჩნდა იდეა ამ პროექტის შექმნისა.მოსწავლეებს მუშაობის დროს გაუჩნდებათ სურვილი ალერსით, სითბოთი და სიყვარულით სავსე სახლის შექმნისა, და რადგან ვთვლით, რომ ყველაფერს საფუძველი სკოლაში ეყრება, გვსურს შევქმნათ უპირველესი პროექტი - ,,ალერსით სავსე სკოლისა".
4. მოსწავლეთა ასაკი: 10-15 წწ/ V-IXკლ
5. ვადები: 6 თვე
6. შესაძლო აქტივობები: ვიდეო კოლაჟის შექმნა, ჯგუფური მუშაობა, ინტერვიუების ჩაწერა, ნახატების გამოფენის მოწყობა, დისკუსიის გამართვა
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები წარმოადგენენ თხზულებებს, ჩანახატებს. ახსნიან შექმნილ ნახატებს, გაესაუბრებიან მოხუცებს, გაეცნობიან მათი ცხოვრების პირობებს, ეცდებიან მათ გახალისებას. მოაწყობენ ინსცენირებებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და შეაგასებენ მოსწავლეთა ნამუშევრებს, თვალსაჩინო გახდება ბავშვების დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული, რელიგია, ხელოვნება, მუსიკა, ისტ
11. პროექტის ფასილიტატორი: სიდონია ჟიჟილაშვილი - ქ. თბილისის 86-ე საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sidoniazhizhilashvili@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ-გვერდი: www.alersissaxli.blogspot.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment